თენგიზ მუშკუდიანი
თენგიზ მუშკუდიანი | |
---|---|
თენგიზ მუშკუდიანი ფილმში „აბეზარა“ | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1927 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2 ივლისი, 2023 (96 წლის)[1] |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, პედაგოგი |
თენგიზ მუშკუდიანი (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023, იქვე) — ქართველი საოპერო მომღერალი (ბანი), მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965), ღირსების ორდენის კავალერი (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1951 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. 1955 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტია. მისი შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“). სასცენო კარიერის დასრულების შემდეგ განაგრძო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. 1985-2005 წლებში იყო თბილისის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორი. გადაღებულია ფილმებში.
2016 წლის 14 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის ვარსკვლავი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1957 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1965 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1996 — ღირსების ორდენი[2]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1956 — „აბეზარა“ — არქიტექტორი
- 1969 — „დიდოსტატის მარჯვენა“ — ჭიაბერი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ მუშკუდიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ მუშკუდიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- თენგიზ მუშკუდიანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის გახდა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი“. რადიო თავისუფლება. 2023-07-02. ციტირების თარიღი: 2023-07-03.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №412. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-03. ციტირების თარიღი: 2023-07-03.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 12 ივნისი
- დაბადებული 1927
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 2 ივლისი
- გარდაცვლილი 2023
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები